საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს
საოკუპაციო ძალა უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. სარაკეტო დარტყმებს აყენებენ კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და მიკოლაევის ოლქებს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მცხოვრებლები იღუპებიან. პარალელურად, რუსული შენაერთები ბახმუტის მიმართულებით განაგრძობენ შეტევას. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ვარაუდით, რუსეთმა უახლოეს მომავალში შესაძლოა სევერსკში შეჭრის ინტენსივობა შეამციროს და ბახმუტის აღება სცადოს.
