რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები და საქართველოს დამოკიდებულება
რუსეთისთვის დაწესებული დასავლური სანქციები და საქართველოს დამოკიდებულება. ოფიციალური ვაშინგტონი თბილისის მიდგომას იწონებს და მიესალმება ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას, რომლებიც სანქციების შესაბამისად მოქმედებენ. ამის შესახებ საუბარია საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. ვრცელ დოკუმენტში დადებითად არის შეფასებული ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები, ფისკალური მონეტარული პოლიტიკა და ბიზნესგარემო. საინვესტიციო კლიმატის შესახებ მომზადებულ ანგარიშში კრიტიკა დაიმსახურა მართლმსაჯულების სისტემამ, ნათქვამია, რომ სასამართლო სექტორის მიმართი უნდობლობა იზრდება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს წინა მთავრობის დროს ქონების იძულებით გადაცემის შემთხვევებზეც არის საუბარი
