კონკრეტულად, რა თემაზე ისაუბრეს ელჩმა და ბიძინა ივანიშვილმა სამსაათიან შეხვედრაზე, ისევ უცნობი რჩება
კონკრეტულად, რა თემაზე ისაუბრეს ელჩმა და ბიძინა ივანიშვილმა სამსაათიან შეხვედრაზე, ისევ უცნობი რჩება. ეს კი გარკვეული ვარაუდებისთვის სივრცეს ისევ ტოვებს. ამას ისიც ამძაფრებს, რომ კელი დეგნანმა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ბიძინა ივანიშვილის ვრცელი განცხადება გავრცელდა, თუმცა შინაარსზე არც ქართული ოცნების დამფუძნებელს უთქვამს რამე. დიპლომატმა კი მხოლოდ ის თქვა, რომ დახურულ აუდიენციაზე, რომელიც თავადვე ითხოვა, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, დემოკრატიის განმტკიცებასა და ეკონომიკაზე იმსჯელეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
