ამერიკელი დიპლომატი მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, ამბობს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა არასდროს უცდია
ამერიკელი დიპლომატი მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ, ამბობს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა არასდროს უცდია. კელი დეგნანი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ამ ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ. ამერიკელი დიპლომატი ამბობს, რომ ამ თემაზე მმართველი გუნდის გამოხმაურებები მისთვის შემაშფოთებელია. ამ კრიტიკის საპასუხოდ, სახელისუფლებო გუნდი ამერიკის ელჩს მოუწოდებს, ღიად გაემიჯნოს იმ რადიკალურ განცხადებებს, რომლებიც საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით ისმის, რადგან საზოგადოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, იცოდეს, ელჩი დგას პოლარიზაციის თუ დეპოლარიზაციის მხარეს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
