"სტერეო + ის" განცხადება
სტერეო + რამდენიმე კონტრაქტორ არხს დავალიანებასთან დაკავშირებით აფრთხილებს და მის დასაფარავად ვადას 1-ელ აგვისტომდე აძლევს. „სტერეო +“, რომელიც, 25 წელზე მეტია, ეროვნულ ტელემაუწყებელთა სიგნალს ავრცელებს და მომსახურებას ეწევა, განცხადებას ავრცელებს, მასში ნათქვამია, რომ კომპანია იძულებულია, საკმაოდ დიდი ფინანსური დავალიანების გამო, შეწყვიტოს მომსახურება რამდენიმე არხთან, მათ შორის რუსთავი 2-თან, ტევე პირველთან და ობიექტივთან. ამ არხებს, დავალიანების დასაფარავად, ვადა 1-ლ აგვისტომდე მიეცათ.
