საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულის სახლიდან სარეალიზაციოდ განკუთვნილი, 9 658 ლარის ღირებულების 2 195 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
