კელი დეგნანის განცხადება
კელი დეგნანის განცხადებით, დასავლეთს არასოდეს უცდია საქართველოს ომში ჩათრევა და ის, ვინც ამ ნარატივს იმეორებს, ელჩის შეფასებით, რუსეთის საქმეს აკეთებს. ამერიკის ელჩმა ქართული ოცნებიდან წასულ დეპუტატებს უპასუხა და მმართველი გუნდიც გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მეორე ფრონტზე საუბარი მიზნად ისახავს შიშისა და დაბნეულობის შექმნას.
