საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში ამერიკის არმიის მეთაურის ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ევროპასა და აფრიკაში ამერიკის არმიის მეთაურის ახალდანიშნული მოადგილე იმყოფება. გენერალ-მაიორ მაიკლ ვიკმანს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური შეხვდა. გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ევროპასა და აფრიკაში ამერიკის არმიის სარდლობას შორის მჭიდრო, ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმატებით გაგრძელდება. შეხვედრაზე თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
