ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება გრძელდება
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება გრძელდება. სამუშაო ჯგუფების ფორმატში შეხვედრები ყოველდღიურად იმართება. სასამართლო რეფორმის ჯგუფმა საორგანიზაციო საკითხები გაიარა და მესამე პუნქტის შესრულებაზე მსჯელობა მომავალ კვირას გაიმართება. ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც სამუშაო პროცესში ჩართულია, იმედს გამოთქვამს, რომ გეგმა ზედმიწევნით შესრულდება.
