ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, 21 მარტის შეხვედრაზე ამერიკის ელჩი საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, 21 მარტის შეხვედრაზე ამერიკის ელჩი საუბრობს. კელი დეგნანი ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე, შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას, არ ყოფილა. დეგნანი ამბობს, რომ მათი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და შეერთებული შტატების ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდასაჭერად.
