ბორის ჯონსონი უკრაინის პრემიერ-მინისტრად.
ბორის ჯონსონი უკრაინის პრემიერ-მინისტრად. ოფიციალური პეტიცია პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში, რომელიც ახლა რუსეთთან ომშია ჩაბმული, ინიციატივას სერიოზულად განიხილავენ. იმისთვის, რომ ჯონსონს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭოს და მთავრობის მეთაურობა შესთავაზონ, 25-ი ათასი ხელმოწერაა საჭირო. გაერთიანებული სამეფოს პრემიერი უკრაინაში განსაკუთრებული სიმპათიით სარგებლობს. თუმცა ექსპერტები საკითხს სკეპტიკურად უყურებენ.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
