რუსთავმა შესაძლოა 60 მილიონი ლარის ინვესტიცია დაკარგოს, ამის მიზეზი კი საკრებულოს ოპოზიციაა
რუსთავმა შესაძლოა 60 მილიონი ლარის ინვესტიცია დაკარგოს, ამის მიზეზი კი საკრებულოს ოპოზიციაა. საუბარია რუსთავში მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობასა და რამდენიმე ბიზნესპროექტის განხორციელებაზე. ეს პროექტები რუსთავის საკრებულოს უმრავლესობას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა და გახარიას საქართველოსთვის წარმოადგენენ, ერთ თვეზე მეტია, გაჩერებული აქვს. რუსთავის მერი ოპოზიციას მოუწოდებს პოლიტიკურ ამბიციებზე მაღლა ქალაქის ინტერესები დაყენონ.
