საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ყაზახეთში დასრულებულია
ქართულ-ყაზახური თანამშრომლობის გაძლიერება, ტურიზმი, ლოგისტიკა და ვაჭრობა - საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ყაზახეთში დასრულებულია. ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრეზიდენტთან და პრემიერთან ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილა. აღინიშნა, რომ ქვეყნებს ყველა მიმართულებით, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ.
