ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში იმ პრობლემაზეც ისაუბრა, რომელიც მას შვეიცარიულმა ბანკმა შეუქმნა
ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ ვრცელ განცხადებაში იმ პრობლემაზეც ისაუბრა, რომელიც მას შვეიცარიულმა ბანკმა შეუქმნა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრედიტ სუისის მიერ შექმნილ სირთულეზე პირადად იზრუნებს და ამით საზოგადოებას ზედმეტად არ შეაწუხებს. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ კრედიტ სუისის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებას, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს. ერთი საინტერესო დეტალი - ბიძინა ივანიშვილის წერილის გამოქვეყნებას, დაემთხვა „კრედიტ სუისის“ დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვება, ასევე ბერმუდის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შვეიცარიული ბანკის შვილობილ კომპანიას ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
