წერილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა
წერილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა, როგორც მოსალოდნელი იყო, განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მმართველმა პარტიამ წერილში საინტერესო გზავნილები და ქვეტექსტები ამოიკითხა. ქართული ოცნების წევრებისთვის განცხადებები ომის თემასთან დაკავშირებით ახალი არ ყოფილა. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები აქცენტს, ისევ არაფორმალურ მმართველობაზე აკეთებენ და კითხვაზე, მათი აზრით, რა თემაზე შეიძლება ესაუბრათ კელი დეგნანს და ბიძინა ივანიშვილს, ზოგად პასუხებს სცემენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
