ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა. საგამოცდო პროცესი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ შეაჯამა. ის ბათუმში, ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში ძირითადი სესიის ბოლო გამოცდის რეგისტრაციის პროცესს დააკვირდა. როგორც განაცხადა, რეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდებზე 94%-ზე მეტი გამოცხადდა. აღირიცხა გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა, მათ შორის მობილურის შეტანის 2, დამხმარე მასალის აღმოჩენის 4 და გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის 3 ფაქტი. მათთვის, ვისაც კოვიდი გამოცდების პერიოდში დაუდასტურდა, დამატებითი სესიები დაიწყო. გამოცდების შედეგები ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოცხადდება.
