ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ქართული ოცნების დამფუძნებლის წერილს კომპაქტურს და გულწრფელს უწოდებს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ქართული ოცნების დამფუძნებლის წერილს კომპაქტურს და გულწრფელს უწოდებს. ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ივანიშვილმა, საზოგადოების დიდ ნაწილს, მოლოდინი გაუმართლა, ხოლო ადამიანების ის ნაწილი, რომელიც მანიპულაციების ტყვეობაშია, იმედგაცრუებული დატოვა. მისივე თქმით, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, წერილში საგარეო თემატიკა, სიღრმისეულად მიმოიხილა და ქვეყნის წინაშე არსებული სხვადასხვა რისკი შეაჯამა.
