ბიძინა ივანიშვილის განცხადება
ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის სამ საათს გაგრძელდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ივანიშვილი წერს, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უდიდესი სირთულეების მიუხედავად, სწორად იმუშავა, სწორი, პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. ბიძინა ივანიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული და მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა ახლა უნდა იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს.
