"ჭაბუა ამირეჯიბი - 100"
ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად მემორიალური დაფა გაიხსნა და წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გაიმართა. დაფა, ჭაბუა ამირეჯიბის პროფილის ბარელიეფითა და შესაბამისი ტექსტით, ყაზბეგის 35-ბ-ში მდებარე შენობის ფასადზე განთავსდა. სწორედ აქ ცხოვრობდა ამირეჯიბი მაშინ, როცა „დათა თუთაშხიას“ წერდა
