განახლებული რეგიონების ფარგლებში, ქალაქ ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განახლება დასრულების ეტაპზეა
განახლებული რეგიონების ფარგლებში, ქალაქ ტყიბულის კოსტავასა და გამსახურდიას ქუჩების ურბანული განახლება დასრულების ეტაპზეა. რეაბილიტაცია ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან შენობებს უტარდება. ტყიბულში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს. მათ შორისაა, სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის სრული განახლება. ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამით“ კი, ქალაქში რეკრეაციული ზონების რეაბილიტაციაზე მუშაობენ.
