„შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა დაიწყო
„შალვა ნათელაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის განხილვა დაიწყო. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი პარლამენტის იმ დადგენილების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლითაც მას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ნათელაშვილმა ბოიკოტი პარლამენტს თავად გამოუცხადა და ის საკნონმდებლო ორგანოში ერთხელაც არ მისულა. ახლა კი იმ ფინანსური დანაკარგების შესახებ წუხს, რომელსაც მანდატის გაუქმება იწვევს.
