ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. აკორდას სასახლეში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობისა და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვს და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
