პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატშიც იმსჯელეს
პრემიერ-მინისტრებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაფართოებულ ფორმატშიც იმსჯელეს. საუბარი შეეხო ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სავაჭრო სფეროებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული. ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ყაზახეთის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს შორის თანამშრომლობისა და საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს, ასევე, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების 2023-26 წლების საგზაო რუკას.
