ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში ვიზიტს განაგრძობს
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთში ვიზიტს განაგრძობს. ის უკვე შეხვდა ყაზახ კოლეგას. პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ მზადაა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა გააძლიეროს.
