გადაადგილების წესები სასაზღვრო ზოლში
სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიებთან, ტურისტულად საინტერესო ადგილებში, სტუმართა გადაადგილების გამარტივებისა და რეგულირების მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გიდებს, ტურ-ოპერატორებსა და ასოციაციის წევრებს ინფორმაცია სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვის აღებაზე მიაწოდეს. სასაზღვრო ზონასა და ზოლში გადაადგილებისთვის, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას და შეავსოს საშვის მაძიებლის განაცხადის ფორმა.
