თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" მიერ ორგანიზებული სამხედრო სალაშქრო კურსი სრულდება
თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" მიერ ორგანიზებული სამხედრო სალაშქრო კურსი სრულდება. სწავლების კულმინაციური ნაწილი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც კურსანტები წინაღობების გადალახვას შეეცადნენ. საზაფხულო კურსს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებიან. მათ მომზადება თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პალდოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. კურსი პრაქტიკული გამოცდით დასრულდება, რის შემდეგაც მონაწილეებს დიდგორის მონუმენტთან სერტიფიკატები გადაეცემათ.
