თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა
თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ქრონიკას“ თავად განუცხადა. მისი თქმით, სიმპტომებიდან აღენიშნება მაღალი სიცხე, ყელის ტკივილი და ზოგადი ინტოქსიკაცია. ცერცვაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.
