პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან
პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ელოდებიან. კობა გვენეტაძე გასული წლის ანგარიშს კანონმდებლებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააცნობს. ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 9.6% იყო. მაღალი ინფლაციის მიზეზად კოვიდ-19-ის გამო შექმნილი ვითარება სახელდება. ასევე ანგარიშში წერია რომ 2021 წლის მეორე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალურად 28.9%-ით გაიზარდა.
