ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა დაადასტურა
ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ელჩთან შეხვედრა დაადასტურა. კელი დეგნანსა და ივანიშვილს შორის აუდიენცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ელჩის თხოვნით 21 მარტს გაიმართა და ის სამ საათს გაგრძელდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ივანიშვილი წერს, რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და მათი ეს სურვილი და მიზანი, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია. ასევე, ბიძინა ივანიშვილი ხაზსს უსვამს, რომ ომის უშუალო საფრთხე უკვე მაქსიმალურად არის განეიტრალებული და მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა ახლა უნდა იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანზეც აკეთებს განმარტებებს. ასევე ამბობს, რომ პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილებას ამ დრომდე იცავს.
