პრემიერ-მინისტრი ყაზახეთშია
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთშია. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახ კოლეგას შეხვდა. საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა კი თქვა, რომ მზადაა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა გააძლიეროს.
