პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციაშია საგარეო საქმეთ მინისტრიც. ილია დარჩიაშვილი უკვე შეხვდა ყაზახეთის პრემიერ მინისტრის მოადგილეს და საგარეო საქმეთა მინისტრს. განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის აქტიურ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური დერეფნის ფუნქციონირების, ეფექტიანობისა და გამტარიანობის გაზრდის საკითხებს.
