ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსი
ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისთვის უკვე მესამედ იბრძოლებს. გიორგი კალანდარიშვილი მისი თავმჯდომარეობის პერიოდში გატარებულ რეფორმებზე და ჩატარებულ არჩევნებზე საუბრობს. ცესკოს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს. კანდიდატების განაცხადების მიღება დღეს დასრულდა, თუმცა კალანდარიშვილის გარდა, კიდევ ვინ ეცდება დაიკავოს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა, უცნობია.
