რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიას განაგრძობს
საერთაშორისო სამართლის დარღვევის მორიგი ფაქტი - რუსეთი საქართველოს ტერიტორიის ანექსიას განაგრძობს. საუბარია ბიჭვინთაში არსებულ ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო აგარაკზე, რომელიც საზღვაო აკვატორიასაც მოიცავს. შეთანხმება სოხუმის საოკუპაციო რეჟიმსა და კრემლს შორის არის გაფორმებული. ფაქტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვნებათაღელვაც მოჰყვა. თბილისი მომხდარს გმობს და რეაგირებისთვის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს.
