ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტი აქტიურად მუშაობს
ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტი აქტიურად მუშაობს, თითოეულ პუნქტზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, კონკრეტული პროექტები კი საშემოდგომო სესიისთვის მომზადდება. მუშაობა მიმდინარეობს რეკომენდაციების მესამე პუნქტზეც. სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა დღეს პარტია მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე იმსჯელა. დოკუმენტში საუბარია სასამართლოს წინაშე არსებულ კონკრეტულ გამოწვევებზე. პარტია მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ცვლილებები იუსტიციის საბჭოში და მოსამართლეების დანიშვნის წესში. ორას გვერდიანი დოკუმენტი აქვს წარმოდგენილი ქართულ ოცნებასაც, რომელშიც, გამოწვევებთან ერთად, საუბარია სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებზე
