რადიკალების გზა - „ტექნიკური მთავრობიდან“ „ტექნიკურ პარლამენტამდე“
„ტექნიკური მთავრობის“ ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, „ტექნიკური პარლამენტის“ პროექტი- ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის ქმედებებს. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობაა. უკვე სამი კვირაა პარლამენტი, ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ 12 რეკომენდაციაზე მუშაობს, პროცესში ჩართულია ყველა საპარლამენტო პარტია, გარდა ნაციონალური მოძრაობის, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოსი. ევროპარლამენტარების მოწოდების მიუხედავად, ისინი პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არ ერთვებიან. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მათი ეს გადაწყვეტილება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას.
