კელი დეგნანი თუ ბიძინა ივანიშვილი - ვინ უპასუხებს კიხვებს
კელი დეგნანი თუ ბიძინა ივანიშვილი? ვინ უპასუხებს სამი დეპუტატის დღემდე პასუხგაუცემელ კითხვას. მმართველი გუნდის ყოფილი წევრების კითხვაზე, შეხვდა თუ არა ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, პასუხი ისევ არ არსებობს. ქართული ოცნების ყოფილი წევრები ახლა მმართველი პარტიის დამფუძნებელს სთხოვენ, განმარტება თავად გააკეთოს. მიხეილ ყაველაშვილი, სოზარ სუბარი და დიმიტრი ხუნდაძე კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ მათი კითხვები, რომლებიც შეერთებული შტატების ელჩთან აქვთ, ანტიდასავლური კამპანიის ნაწილი არ არის.
