ორგანოთა ტრანსპლატაციის სახელმწიფო პროგრამა
ჯანდაცვის მინისტრი, ჭიათურაში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს შეხვდა. დავით ჩხაიძე პირველია, ვინც საქართველოში, ამ პროგრამით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა და ამისთვის, სახელმწიფომ, 70 ათასი ლარი გამოყო. მინისტრი, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც თანამონაწილეობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს. პროგრამა ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.
