ომი უკრაინაში
უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი გრძელდება. რუსული არმია ქვეყნის სამხრეთ ნაწილს დილიდან ბომბავს. სარაკეტო იერიშების სამიზნე ოდესის ოლქია. რუსული სამხედრო აგრესიის შესაჩერებლად დასავლეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს აფართოვებს. დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში რუსეთის 29 გუბერნატორი და იუსტიციის მინისტრი შეიყვანა. პარალელურად, ევროკავშირმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ბუნებრივი აირის დაზოგვის გეგმა დაამტკიცა.
