„გეგეშიძის ბაღის“ რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ფალიაშვილის ქუჩაზე, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერის, ე.წ. გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ვაკის რაიონის გამგებელთან ერთდ გაეცნო. რეაბილიტაციის ფარგლებში, ტერიტორიაზე განახლდება საფეხმავლო ბილიკები, გაკეთდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. მოეწყობა შადრევანი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 500 ათას ლარს შეადგენს.
