ცესკოს თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსი
ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომრე, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა. გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც ამ პოზიციაზე, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა, კონკურში მონაწილეობის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა და შესარჩევ კომისიას განაცხადით მიმართა. მისი თქმით, გამოცდილება, ცოდნა და საქმიანობა, მას ამ თანამდებობაზე პრეტენზიის გამოგახტვის საფუძველს აძლევს. მას შემდეგ, რაც შესარჩევი კომისია გასაუბრების შედეგად, შესაბამის კანდიდატებს შეარჩევს, კანდიდატების მონაცემები, ასარჩევად პრეზიდენტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც საარჩევნო კომიიის ხელმძღვანელს, საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.
