ყაზახეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო
ყაზახეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა. მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
