პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმაზე საუბრობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ტექნიკური მთავრობის ჩავარდნილი პროექტის შემდეგ რადიკალური ოპოზიცია ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო. მისი შეფასებით, ნაციონალური მოძრაობის, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს მთავარი მიზანი ნათელია და ის ხელისუფლებაში მოსვლაა. პირველი კანონმდებლი ოპოზიციის ნაწილის გეგმას პოლიტიკურ თვითშემოქმედებას უწოდებს და ამბობს, რომ გეგმა, პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება.
