პარლამენტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე აქტიურად მუშაობს
პარლამენტი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე აქტიურად მუშაობს. თითოეულ პუნქტზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, მხარეებს შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიმდინარეობს. კონკრეტული პროექტები კი საშემოდგომო სესიისთვის მომზადდება. რეკომენდაციების შესრულების პროცესში არსებული შედეგები, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ შეაჯამა.
