მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 75-ზე მეტ სახელმწიფოში დადასტურდა
მაიმუნის ყვავილი მსოფლიოს 75-ზე მეტ სახელმწიფოში დადასტურდა. მართალია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, დაავადების გავრცელების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებულ მდგომარეობას აცხადებს, თუმცა ეს ახალი პანდემიის დასაწყისს არ ნიშნავს. მეცნიერები განმარტავენ, რომ მაიმუნის ყვავილი კოვიდ 19-ის მსგავსად სწრაფად გავრცელებად ინფექციას არ წარმოადგენს და თვითგანკურნებადია. საქართველო მაიმუნის ყვავილის გავრცელების მხრივ დაბალი რისკის მქონე სახელმწიფოდ სახელდება.
