ქართული სატელევიზო სივრცის ყველაზე რეიტინგული არხი 39-ე წარმატებულ სეზონს ხურავს
ყველაზე სანდო, მრავალფეროვანი და რეიტინგული - ასეთი ქართულ ტელესივრცეში ტელეკომპანია იმედია. 19-ი წლიანი ისტორიის მქონე არხი დღეს თავის 39-ე, წარმატებულ სეზონს ხურავს. ამ ხნის განმავლობაში ყველა რეიტინგით იმედი ლიდერია, ყველა კვლევით მაყურებელი, ანუ თქვენ ჩვენს არხს ენდობით, ყოველი სეზონი კი მრავალფეროვანი პროექტებით გამოირჩევა. ადგილობრივი წარმოების თუ საერთაშორისოდ აღიარებული შოუები ყველა არსებულ რეიტინგს ხსნის. ასეთია იმედის ახალი მეგაშოუც - „ვინ ვინ არის“. დღეს თქვენთან ერთად ვნახავთ, ვინ იმალება სამი ფინალისტის ნიღბის უკან. გრანდიოზული სამზადისი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ზუსტდება ბოლო დეტალები
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
