საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაზარე კუპატაძე „დინამო ბათუმში“ აღარ ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაზარე კუპატაძე „დინამო ბათუმში“ აღარ ითამაშებს. საქართველოს ჩემპიონის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და 26 წლის მეკარეს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. კუპატაძე მომხდარ ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და გუნდის ხელმძღვანელებს ორწლიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ის „დინამო ბათუმში“ ორი წელია გამოდიოდა და გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონისა და სუპერთასის ტიტული მოიპოვა. ხუთშაბათს ბათუმის გუნდი პოზნანის „ლეხთან“ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს. პირველი თამაში პოლონეთში ბათუმელებმა 0-5 წააგეს.
