29 წლის თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 68 წლის ქალს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
29 წლის თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 68 წლის ქალს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გიაროს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე და სრულად გაიზიარა ბრალდების მოთხოვნა. რაც შეეხება ბრალდებულს, ის დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს , რამაც გარდაცვალება გამოიწვია . დანაშაული 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. შეგახსნებთ ორი კვირის წინ სოფელ კარბში, თანასოფლელებს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი ჩხუბის დრო, 68 წლის ქალმა 29 წლის მამაკაცს ქვა ესროლა, მამაკაცმა თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო. რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, დაშავებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
