დავით არახამიას მუქარა და მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ
დავით არახამიას მუქარა და მორიგი ბრალდება საქართველოს მიმართ. ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე, მტკიცებულებების გარეშე, კვლავ საქართველოს რუსეთთან კავშირზე საუბრობს. ამბობს, რომ მზად არის ჩვენს ქვეყანას ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციაში დაეხმაროს და ამისთვის საქართველოშიც ჩამოვიდეს. არახმია რევოლუციასაც ახსენებს და ქართულ ოცნებას ურჩევს, ტონი შეარჩიოს, რადგან სანქციები შესაძლოა პოლიტიკოსებსაც დაუწესდეთ.
