გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თბილისში პარლამენტში სტუმრობით დაიწყო
გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი თბილისში პარლამენტში სტუმრობით დაიწყო. აბდულა შაჰიდი შალვა პაპუაშვილს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება განხილეს. გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი გენდერული თანასწორობის საკითხთაც დაინტერესდა.
