ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას,ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო და ერთგულ პარტნიორად.
